დაფუძნებულია 2011 წელს. ასოციაცია აერთიანებს ოსტეოპათებს საქართველოში. უზრუნველყოფს სტანდარტს, განათლებასა და სერტიფიცირებას ოსტეოპათიის სფეროში.
ასოციაცია წარმოადგენს სპეციალისტების ინტერესებს საზოგადოებასა და სამთავრობო სამედიცინო ორგანიზაციებში. ასევე მხარს უჭერს სამეცნიერო კვლევებს ოსტეოპათიის სფეროში, უზრუნველყოფს ასოციაციის წევრებს საჭირო რესურსითა და მხარდაჭერით მათი პროფესიული ზრდისთვის.
გამოცდილი და აღიარებული სპეციალისტები ოსტეოპათიისა და რეაბილიტაციის სფეროში, აერთიანებთ საქართველოში ოსტეოპათიის ხელის შეწყობისა და განვითარების სურვილი.
საქართველოს ოსტეოპათთა ასოციაციის დამფუძვნებელი და პრეზიდენტი. ევროპის ექიმი ოსტეოპათი. ლიცენზირებული ექიმი - ბავშვთ ნევროლოგი, ლიცენზირებული ექიმი- რეაბილიტოლოგი და ოსტეოპათი, საქართველოს ანტი-დოპინგის სააგანტოს თანამშრომელი და დოპინგ ოფიცერი საერთაშორისო დონის.
ასოციაციის წევრობის პირობები: ექიმი ოსტეოპათი ( დიპლომირებული ექიმი)
წევრობის საფასური 400 ლარი წელიწადში
ტარდება ორ დღიანი ტრენინგები
(შესვენებით ყავაზე და სადილით)
ტრენინგი ტარდება თვეში ერთხელ ( შაბათ-კვირას), ქართულ და რუსულ ენაზე, შესაბამისი სერტიფიკატით
1. ხერხემალი (კისრის, გულმკერდისა და წელის არე), ხერხემლის დისფუნქციები: ტკივილი ზურგის არეში, პროტრუზია, თიაქარი (მუშაობის ტექნიკები). სქოლიოზი
2. მენჯი და გავა-კუდუსუნი (დისფუნქციები და მკურნალობის ტექნიკები)
3. ქვედა კიდურები (დისფუნქციები და მკურნალობის ტექნიკები).
4. ზედა კიდურები (დისფუნქციები და მკურნალობის ტექნიკები)
5. ვისცერალური ოსტეოპათია ( დიაფრაგმები, კუჭ-ნაწლავი, ღვიძლი, ელენთა,ნაღვლის ბუშტი, საყლაპავი - მათი დისფუნქციები და ტექნიკები)
6. ვისცერალური ოსტეოპათია( ფილტვები, გული, თირკმელი, შარდის ბუშტი, სასქესო ორგანოერბი- მათი დისფუნქციები და ტექნიკები)
7. კრანიალური ოსტეოპათია (ქალას ძვლები და ნაკერები , მათი დისფუნქციები ტექნიკები)
8. კრანიალური ოსტეოპათია ( სახის ძვლები, მათი დისფუნქციები და ტექნიკები)
9.კრანიალური ოსტეოპათია (12 წყვილი ნერვი, მათი დისფუნქციები და ტექნიკები)
ვარ დიპლომირებული და სერტიფიცირებული ექიმი ოსტეოპათი და ბავშვთა ნევროლოგი. სამედიცინო პრაქტიკას ვახორციელებ ორ კლინიკაში. ვმუშაობ რთულ და ქრონიკულ პაციენტებთან, ორსულებთან, ახალშობილებთან, ბავშვებთან, ზრდასრულებთან და ასაკოვან პიროვნებებთან.
გამოცდილება: 19 წელი
ამ განყოფილებაში ნახავთ პასუხებს ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე ასოციაციის , მისი საქმიანობისა და სერვისების შესახე.
გაწევრიანების შემთხვევაში ასოციაცია უზრუნველყოფს ექსკლუზიურ წვდომას პროფესიულ რესურსებთან, გამოცდილი კოლეგების მხარდაჭერასა , პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სასწავლო ღონისძიებებისა და სემინარების მეშვეობით., ასევე მხარდაჭერას თქვენი პრაქტიკის წინსვლისთვის და პაციენტებთან სანდო ურთიერთობის დასამყარებლად.
რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ: ექიმმა ოსტეოპათებმა ( დიპლომირებულმა ექიმებმა).
შეგიძიათ გაიაროთ ჩვენი ტრენინგი
დიპლომი, ლიცენზია
ამ ისტორიას უნდა მოვყვე! რადგან ამით შემიძლია სხვებს დავეხმარო. ჩემი შვილი იზრდებოდა ორენოვან ოჯახში და ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ორი წლის ასაკისთვის მეტყველება გახდა მწირი, თითქოს ნაკლებს საუბრობდა. შესამჩნევი იყო თუ როგორ იძაბებოდა ბავშვი, როდესაც სათქმელს ვერ გადმოსცემდა და ბოლოს ყველაფერი ისტერიკით მთავრდებოდა. ნევროლოგთან კონსულტაციამ არ გამოავლინა არანაირი პრობლემა ( დიდება ღმერთს). ერთხელაც გადავაწყდი სოციალურ ქსელში ოსტეოპათიას. მივმართე. მარი იყო ჩვენი ექიმი ოსტეოპათი. მარის დამსახურებით ჩემი შვილი საუბრობს და ზოგჯერ იმდენს, რომ ვთხოვ შეისვენოს ხოლმე მარი მუშაობდა ფრთხილად და ყურადღებით, თავიდანვე ადვილად დაამყარა ბავშვთან დადებითი კონტაქტი, დამეგობრდნენ და ეს მაგარია! საბოლოო ჯამში ყველაფერი ისე ახდა, როგორც მარიმ გვითხრა :“ ბავშვი დაიწყებს ორ კვირაში სიტყვების გამოთქმას“.მეორე პროცედურის დროს მარიმ გვითხრა: „ ორ კვირაში დაიწყებს მარტივი წინადადებების გამოთქმას და კიდევ ერთი პროცედურის მერე სრულფასოვანი წინადადებებით საუბარს“, და მართლაც ყველაფერი გეგმის შესაბამისად განხორციელდა. შვილმა დაიწყო საუბარი. ძალიან ბევრი რამ დაუგროვდა სათქმელი ამ პერიოდის განმავლობაში! ამიტომ მარის ვეძახი ჩვენ გადამრჩენელს.
ვინც მე მიცნობს, იცის, რომ 5 წელია მაწუხებს ტკივილი ხერხემლის არეში.ვცადე ყველაფერი, რაც კი შემეძლო: მასაჟი, მედიკამეტები, ნემსები. როდესაც პირველად მოვედი აბსოლიტურად ყველაფერი მაწუხებდა, წელიც და კისერიც. წოლაც კი მტკივნეული იყო. დავიწყე სიარული იოგა-თერაპიაზე, სადაც მირჩიეს ოსტეოპათი მარი. პირველივე პროცედურის შემდეგ გამიქრა ტკივილი და ეს დაუჯერებელი იყო! სეანსი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა,მაგრამ არანაირი ტანსაცმელი, საკვები, გართობა ვერ შეცვლის სიცოცხლეს ტკივილის გარეშე.მხოლოდ ეხლა გავიგე, რომ ჩემ ზურგს გაფრთხილება ესაჭიროება მთელი ცხოვრება. ეს არ არის რეკლამა. მარისთან ჩაწერა რთულია. მუშაობს სამ სამსახურში. ეს არის ჩემი გულწრფელი მადლიერება და რეკომენდაცია მათთვის, ვინც ჩემსავით მრავალი წელი იტანჯება ტკივილით.
ჩემი პირადი გამოცდილება 1. ჩემმა შვილმა საუბარი დაიწყო. 2. დედაჩემმა შეძლო მთელი ზაფხული სიარული ზურგის არეში ტკივილის გარეშე. 3. ჩემი კისერი პირველივე პროცედურის მერე გამოჯანმრთელდა მედიკამენტებისა და ინექციების გარეშე. ეს მშვენიერი, კეთილი, პროფესიონალი ადამიანი, რომელსაც განათლება მიღებული აქვს სხვა ქვეყნებში - მშვენიერი მარი ჩოკაშვილია, ღმერთა მისცეს ჯანმრთელობა!
მარიამ მინდა დიდი მადლობა გითხრათ, გამაცოცხლეთ. თავის ტკივილი საგრძნობლად შემიმცირდა, კისერი მუშაობს,როგორც მრავალი წლის წინ - მარტივად და მშვიდად. როგორც კი საშვალება გამომიჩნდება მოვალ თვენთან პროცედურაზე.